გიორგიწმინდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა, ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, აქტივობები ჩაატარეს
17-11-2022
აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის სახელობის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, გიორგიწმინდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებმა მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, აღნიშნეს „მედიაწიგნიერების დღე სკოლებში“.

პროექტის ფარგლებში, VI კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად იმსჯელეს, რა არის ყალბი ინფორმაცია და რა მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მას. ასევე იმუშავეს აქტივობაზე „ნამდვილისა და მოგონილის გარჩევა“.

იხილეთ აქტივობის ამსახველი ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203