ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საგზაო წესებსა და უსაფრთხოებაზე კლასის საათი ჩაუტარდათ
17-11-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში საგზაო უსაფრთხოების წესების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით კლასის საათი ჩატარდა. 

კლასის საათის ფარგლებში, მოსწავლეებს მანდატური შეხვდა და საგზაო წესებსა და უსაფრთხოებაზე ესაუბრა. 

პედაგოგმა და მანდატურმა მოსწავლეებს საგზაო ნიშნებისა და ქუჩაში უსაფრთხოდ გადაადგილების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს. 

პედაგოგმა მოსწავლეები სხვადასხვა სახალისო აქტივობებში ჩართო და მოსწავლეებს მათთვის აუცილებელი ინფორმაცია მიაწოდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203