
დავით მამულაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო თხილვანის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 131 წლისთავი ლიტერატურული ღონისძიებით აღინიშნა.
სკოლაში დიდი ქართველო პოეტის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, მოგონებები, მონოლოგები, ისაუბრეს გალაკტიონის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
მოსწავლეები ღონისძიებაში ინტერესით ჩაერთნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
დიდი ქართველი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს დაიბადა.
იხილეთ ფოტოები: