ტალავერის N2 სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
18-11-2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები - გიოზალფარი გოჯაევა, აიჰან კასუმოვი, ბანოვშა ვალიხაბნოვა და მადინა გეიუშოვა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

დისტანციური კონკურსის I ეტაპის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 16 ნოემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ბოლნისელი მოსწავლე „ეტალონის“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე ბოლნისის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 18 ნოემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში იმართება.

კონკურსი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203