ფარიზის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ლეილა მამედოვა და აიშა ამიროვა „ეტალონმა“ სპეციალური სიგელით დააჯილდოვა
18-11-2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ლეილა მამედოვა და აიშა ამიროვა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

დისტანციური კონკურსის I ეტაპის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ. 

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 16 ნოემბერს ჩატარდა.

ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ბოლნისელი მოსწავლე „ეტალონის“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე ბოლნისის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 18 ნოემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

კონკურსი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203