ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეები ქართველ მწერალს შეხვდნენ
17-11-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაია გოგოლაძემ VII კლასის მოსწავლეებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა. 

მან მოსწავლეებს სთხოვა ზაფხულში თამარ გეგეშიძის წიგნები წაეკითხათ, თანაც დაჰპირდა, რომ ავტორთან შეხვედრას მოაწყობდა. 

მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, შეხვედრაც შედგა ონლაინ. მათ ავტორს კითხვები დაუსვეს და საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. 

„თანამედროვე ლიტერატურის გაცნობა, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის.
საოცრად ემოციური, საინტერესო დღე გამოვიდა. გაუზიარეს ბავშვებმა შთაბეჭდილებები, დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღეს ამომწურავი, გულწრფელი  პასუხები.
მადლობა ჩემს საოცარ ბავშვებს ამ მონდომებისთვის, მადლობა ქალბატონ თამარს, რომ გამონახა დრო და მოუსმინა, ესაუბრა და მოეფრა ბავშვებს“,- წერს პედაგოგი მაია გოგოლაძე. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203