„ჟამი ფოთოლცვენისა“- ნოღის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
17-11-2022

აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება - „ჟამი ფოთოლცვენისა“ გაიმართა. 

მისი ხელმძღვანელი ხელოვნებისა და ისტ-ის მასწავლებელი ნათია კალანდაძე იყო. ღონისძებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ საგანგებოდ მორთულ კუთხესთან, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, მოადუღეს თათარა და ამოავლეს ჩურჩხელები.

„სათაურიც მართლაც რომ ზედ გამოჭრილი იყო ჩვენი სკოლის უმშვენიერესი ეზოსთვის. ოქროსფერი ფოთლების ფარდაგებით მოფენილ ეზოს განსაკუთრებული ხიბლი და სიცოცხლე შეჰმატა პატარების სხვადასხვა აქტივობებმა. 
ასე ლამაზად გააცილეს პატარებმა შემოდგომა და ისურვეს ბედნიერი ახალი წლის დადგომა“,- წერს მასწავლებელი ნათია კალანდაძე. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203