აკეთის საჯარო სკოლააში ტოლერანტობის საერთშორისო დღეს მრავალფეროვანი პროექტი მიეძღვნა
17-11-2022
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, იღებენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, არამედ იმაღლებენ მოქალაქეობრივ თვითშეგნებას და სწავლობენ ტოლერანტობას.
ამის დასტურია ტოლერანტობის კვირეულისადმი მიძღვნილი საინტერესო აქტივობები, რომელთა შესახებ ინფორმაციას სკოლა ავრცელებს.
„16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა! აკეთის საჯარო სკოლაც შეუერთდა ამ მნიშვნელოვან დღეს. სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელის, ლეილა გოგელიას ორგანიზებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩაატარა პრეზენტაციები ტოლერანტობის მნიშვნელობაზე; პროექტის ფარგლებში მომზადდა ვიდეორგოლი, გაზეთი, საინფორმაციო ბუკლეტები... ასევე მოეწყო ვიდეოჩვენება, რის შემდეგაც მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია ტოლერანტი და არატოლერანტი ადამიანის დამახასიათებელ თვისებებსა და ქცევებზე“, - ნათქვამია მოწოდებულ ინფორმაციაში, ჩვენ კი იმის თქმა შეგვიძლია, რომ სწორედ მსგავსი აქტივობების დამსახურებით, აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბოლომდე აცნობიერებენ, რომ ტოლერანტობა ჰარმონიული თანაცხოვრების აუცილებელი პირობაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს