
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე აქტიურად ზრუნავენ და სხვებსაც ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ.
ამჯერად, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ყვავილები და ბუჩქოვანი ხეები.
მოსწავლეები მცენარეთა ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან, მათზე იზრუნებენ და გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას რეალურ ცხოვრებაში გამოიყენებენ.
აღსანიშნავია, რომ მესხეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები: