ოქროსფრად მორთული საკლასო ოთხი და თემატური ღონისძიება ივერიის საჯარო სკოლაში - პირველკლასელებმა შთამბეჭდავი ზეიმი მოაწყვეს
17-11-2022
ასპინძის მუნიციპალიტეტის ივერიის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად, დასწრებით ფორმატში მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. გარდა ამისა, სკოლაში ეწყობა საინტერესო თემატური ღონისძიებები და ამის დასტურია ივერიის საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი სასკოლო აქტივობა „ოქროსფერი შემოდგომა“.
ივერიის სკოლის მიერ მოწოდებული ინფრომაციის თანახმად, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ შემოდგომის კუთხის მოწყობაში, მიიტანეს ბოსტნეული, ბაღჩეული. მასწავლებლის დახმარებით გაჭრილი მსხლისგან და ყურძნის მარცვლებისგან დაამზადეს ზღარბები და მოხატეს გოგრები, შემდეგ კი მოაწყვეს ზეიმი, წაიკითხეს ლექსები შემოდგომის შესახებ.
„ძალიან ფერადი, საინტერესო და ამავდროულად სახალისო აქტივობა გამოვიდა“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს