
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.
ჯარისკაცებმა მოსწავლეებს სალექციო ფორმატში, პრეზენტაციების სახით თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანა, თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს ურთიერთობები გააცნეს და საერთაშორისო მისიებში, საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრა მე-3 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულის სერჟანტმა მამუკა კაპანაძემ და ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის კაპრალმა - გაგა ხუბუკელაშვილმა ჩაატარეს. მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული გმირებისა გმირობის ისტორია უშუალოდ ჯარისკაცებისგან მოისმინეს.
სტუმრებმა მოსწავლეებს, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების და საკუთარი შეხედულებების დაფიქსირების შემდეგ, თემატურად მომზადებულ-შერჩეული, მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეომასალის ხილვის შესაძლებლობა შესთავაზეს.
იხილეთ ფოტოები: