მესხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, წყლის არხი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა
17-11-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ, მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულნი გარემოსდაცვით საქმიანობაში და სხვებსაც ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ. 

მათ შორის, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული წყლის არხი პლასტმასის ბოთლებისა და სხვა ნარჩენებისაგან გაიწმინდა.

მოსწავლეები გარემოსდაცვით აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ და საზოგადოებას კარგი მაგალითი მისცეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203