ოქროსფერი შემოდგომა ეკის საჯარო სკოლაში - მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს
17-11-2022

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში შემოდგომას შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს, მათ შორის საშემოდგომო ნობათი გამოფინეს, ჩურჩხელები ამოავლეს და თეატრალური ნომრები შეასრულეს.

მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, იაქტიურეს, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და წარმოადგინეს თუ როგორი მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203