პატარა ფოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მწერლის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
17-11-2022

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის, მათ ინტერესებზე მორგებული, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. იმისთვის, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ სკოლის პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ და მოზარდებს საგანმანათლებლო ღონისძიებებით და სხვადასხვა პროექტით გაჯერებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

ამჯერად, დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილესთან დაკავშირებით, განხორციელებულ პროექტში სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა აქტიურად ჩაერთო. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, რეალურ გარემოში დაკვირვებოდნენ და გაცნობოდნენ მწერლის სახლ-მუზეუმს, სადაც უამრავი საინტერესო ფოტო-მასალა იყო გამოფენილი.

შემდეგ კი მოსწავლეები სათაფლიის მღვიმეს ესტუმრნენ. ნანახმა მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - ლალი ბარკალაია და ნატალია ფანცულაია გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203