ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში მოსწავლეებმა ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“ განიხილეს
17-11-2022
ნოშრევან ჯიშკარიანის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა მოეწყო.

სკოლის ბიბლიოთეკაში მოსწავლებმა ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“ განიხილეს. ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, თავდაპირველად, წიგნი წაიკითხეს, შემდეგ კი თავიანთი მოსაზრებები მკაფიოდ დააფიქსირეს. 

განხილვამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. მას ისტორიის მასწავლებელი მარინა რუხაია და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინა ჯანაშია ესწრებოდნენ.

გარკვეული მონაკვეთები მოსწავლეებმა სწორედ მათი ხელმძღვანელობით გაიაზრეს. 

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203