პატარა ფოთის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა ხობის მუნიციპალურ თამაშებზე, მაგიდის ჩოგბურთში I ადგილი დაიკავა
17-11-2022

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით, სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ და კონკურსებში რთავენ. 

ამჯერად მოსწავლეები სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში ჩაერთნენ და წარმატებით იასპარეზეს. გოგონათა გუნდმა ხობის მუნიციპალურ თამაშებზე მაგიდის ჩოგბურთში I ადგილი დაიკავეს. 

მოსწავლეთა სპორტის მასწავლებლები - ზაალ ხურცილავა და ლაშა მელაძე გახლავთ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.  

„ვულოცავთ მათ ამ ღირსეულ გამარჯვებას! მადლობა, სპორტის მასწავლებლებს - ზაალ ხურცილავასა და ლაშა მელაძეს, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ამ ბრწყინვალე გამარჯვებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203