თრიალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგ ლილი ვიბლიანის ხელმძღვანელობით, გარემოზე აქტიურად ზრუნავენ
17-11-2022

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თრიალეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს თუ ღონისძიებებს სთავაზობენ. მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულნი გარემოსდაცვით საქმიანობაში და სხვებსაც ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ. 

ამჯერად, დაბა თრიალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლილი ვიბლიანის ხელმძღვანელობით, დაასუფთავეს სკოლის ტერიტორია. მათ სკოლის ეზო შემოდგომის ფოთლებისგან და გამხმარი მცენარეებისგან გაწმინდეს. 

ლილი მასწავლებელმა გარდა გარემოს დასუფთავებისა, მოსწავლეებთან ერთად, სამომავლო გეგმებიც შეიმუშავა და სკოლის დირექციას წარუდგინა.

 გეგმაში გაწერილია საგაზაფხულო სამუშაოები:

  • სკოლის ტერიტორიაზე მარადმწვანე ხეების დარგვა;
  • სკოლის ეზოში დეკორატიული ქოთნების დადგმა;
  • სკოლის ტერიტორიაზე შემომავალი ბილიკების გაწმენდა და ერთწლიანი ყვავილების ჩითილების ჩაყრა.

„სკოლის დირექცია მადლობას უხდის ლილი ვიბლიანს და წარმატებას უსურვებს, რთული და შრომატევადი სამუშაოების წარმატებით განხორციელებაში“,- აღნიშნავს დირექციის წარმომადგენელი ნარგიზ ვაშაყმაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203