კერძო სკოლა „სხივის“ კინოკლუბის წევრებმა „კუკარაჩა“ განიხილეს
17-11-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლაში „სხივი“ კინოკლუბი აქტიურად მუშაობს. 

სკოლის კინომანებმა „კუკარაჩას“ უყურეს, შემდეგ ფილმის დეტალებს ჩაუღრმავდნენ და საინტერესო დისკუსიის ფორმატში,  განიხილეს ფილმის სიუჟეტი, გადაღების დრო, ისტორიული ფონი და ცენზურა.

გარდა ამისა, იმ ფრაზებსა და ტერმინებზეც გაამახვილეს ყურადღება,რომლებიც ფილმშია გამოყენებული. მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, ისაუბრეს პერსონაჟების ფსიქოტიპებზე, საბჭოთა იდეოლოგიასაც შეეხნენ.

„როგორც აღმოჩნდა,ფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა უამრავი ინფორმაცია მოიძიეს,დაამუშავეს და საკმაოდ ეფექტურად გაუზიარეს ერთმანეთს...
მალე ახალი ფილმის დრო მოდის.
მოკლედ, საინტერესო ფილმოგრაფია გვიგროვდება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203