ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მედიაწიგნიერების შესახებ საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერებაში მოსწავლეების ცნობიერების გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით, სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ხორციელდება. ამჯერადაც, მოსწავლეებს აღნიშნული საკითხის შესახებ ესუბრენენ, მათ კითხვებს უპასუხეს. თავის მხრივ, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევარი მოამზადეს.
აქტივობა ეკა შატაკიშვილის, ნელი ციმნარიძისა და მარინე ტაბატაძის ჩართულობით გაიმართა.
„2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა მედიაწიგნიერებას განსაზღვრავს, როგორც გამჭოლ კომპეტენციას. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მედიაწინიერების უნარები მოსწავლეს ყველა საგნობრივ ჯგუფში უნდა განუვითარდეს. მოსწავლემ უნდა შეძლოს როგორც ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, ასევე, მედიასამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება, ინფორმაციის „გაფილტვრა“ და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო: