ბათუმის N28 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლის - დავით ფარტენაძის სპორტული წარმატება
ბათუმის N28 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე დავით ფარტენაძემ სპორტულ წარმატებას მიაღწია.
მან კონტაქტურ კარატეში გამართულ შეჯიბრში ღირსეულად იასპარეზა, შესაძლებლობები გამოავლინა და გაიმარჯვა. მოსწავლემ კლუბ ჩემპიონთა აკადემიის თასი დამწყებ სპორტსმენთა შორის მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ დავით ფარტენაძე ნიჭიერი, შრომისმოყვარე და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეა. სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ და მომავალში წინსვლას უსურვებენ.