ჩქუმის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა
17-11-2022

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლის ამოცანაა აღზარდოს ტოლერანტი მოქალაქეები, რასაც პირნათლად ასრულებს. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მინით სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს სთავაზობენ. 

მათ შორის, 16 ნოემბერს, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე. 

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ტოლერანტობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საინფორმაციო პლაკატები დაამზადეს. 

აღსანიშნავია, რომ გაეროს გადაწყვეტილებით ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203