ქუთაისის N16 სკოლის მესამეკლასელებმა პირველკლასელებისთვის სასწავლო რესურსები შექმნეს
17-11-2022

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ინტეგრირებულ გაკვეთილებზე პირველკლასელებისთვის საინტერესო და სახალისო სასწავლო რესურსები შექმნეს, შემდეგ კი ელექტრონული რესურსი ბეჭდური სახით პატარებს საჩუქრად გადასცეს.

როგორს სკოლაში აღნიშნავენ, ასეთი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნების, თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის უნარების განვითარებას, მედიაწიგნიერებისა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში დანერგილია ურთიერთსწავლება, რაც უფრო მეტად ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას. დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლანა კილაძე და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ზურა ხაკიანი მუდმივად ზრუნავენ სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203