ბათუმის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობაში წარმატებით ერთვებიან, რაც სკოლაში შექმნილი გარემოსა და პედაგოგების უდიდესი დამსახურებაა.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ბათუმში პირველად სკოლა- ბიზნესის ფორუმი გაიმართა. ბათუმის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „მეტი სიცოცხლისთვის! ნუ ამოატრიალებ საკუთარ ცხოვრებას!“ წარადგინეს.
პროექტის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საგზაო მოძრაობის წესების დაცვის აუცილებლობის შესახებ.
შეხვედრაზე, სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა, პროექტის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
„მადლობა პროგრამის ხელმძღვანელებს და ორგანიზატორებს ჩემი მოსწავლეების გაბრწყინებული და კმაყოფილი სახეებისთვის.ისინი მზად არიან მოემზადონ მომავლისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: