„ზოომაღაზიაში“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია
17-11-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს ხშირად და დიდი მონდომებით ასრულებენ.
ამჯერად, კომპლექსური დავალების - „ზოომაღაზიაში“, პრეზენტაცია მე-3ა კლასში გაიმართა.
დავალების პირობა შემდეგი იყო- მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ, რომ ზოომაღზიაში არიან, გაეთამაშებინათ დიალოგი გამყიდველთან. დიალოგში უნდა წარმოეჩინათ სად და რა მიზნით არიან, უნდა გაეცვალათ ინფორმაცია ცხოველების ასაკის შესახებ. ასევე, დაინტერესებულიყვნენ ცხოველების ფასებით და შეეძინათ სასურველი ცხოველი.
მოსწავლეებმა თემაზე მონდომებით იმუშავეს, თავი კარგად გაართვეს და საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.
მათი დამრიგებელი - ე.მეტრეველი, ხოლო ინგლისური ენის მასწავლებელი - ი.ჭანტურიძეა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს