ჯიხანჯურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ფერადი ზეიმი მოაწყვეს
17-11-2022
ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

სკოლის მიერ მოწოდეული ინფორმაციის მიხეფდვით, მოსწავლეებისთვის მოტივაციის გაზრდისა და შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესების მიზნით ხშირად იმართება სხვადსხვა ტიპის აქტივობები. ამჯერად დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა საინტერესო ფერადი და სახალისო ღონისძიება - „ვაცილებთ ბარაქიან შემოდგომას“ ჩაატარეს. 

„ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში გვიანი შემოდგომა აღინიშნა პატარა და საყვარელი ღონისძიებით. „ვაცილებთ ბარაქიან შემოდგომას“ სახელით ჩატარებული ღონისძიების ორგანიზატორი Iბ კლასის დამრიგებელი, თამუნა ბერიძე იყო, რომელმაც პატარებთან ერთად საოცარი და სამსახსოვრო ზეიმი მოგვიწყო. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა უმღერეს და ლექსები მიუძღვნეს მადლიან შემოდგომას და თავიანთი წკრიალა ხმითა და ცეკვით დაამშვენეს ისედაც ლამაზი სეზონი", - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ღონისძიების ამსახველი ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203