თბილისის N106 სკოლის III კლასში საინტერესო პროექტი - „ჩემი თვალით დანახული მედიაწიგნიერება“ ხორციელდება
ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. იმისთვის, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ დირექცია და პედაგოგები მოზარდებს მეტად საინტერესო და ამავდროულად, სახალისო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამჟამად, თბილისის N106 საჯარო სკოლის III7 კლასში მრავალმხრივ საინტერესო პროექტი, სახელწოდებით - „ჩემი თვალით დანახული მედიაწიგნიერება“ ხორციელდება.
პროექტის ხელმძღვანელი და იდეის ავტორი, პედაგოგი მაია ზაალიშვილი დეტალებს გვიზიარებს:
„პროექტის ფარგლებში უამრავი საინტერესო აქტივობა განვახორციელეთ:
- მშობლებისთვის პრეზენტაციის გაცნობა თემაზე: „სწავლება ციცრული მოქალაქეობის შესახებ“;
- ინფორმაციის გადაცემისას მისი შეცვლა და დამახინჯება;
- ფეიკფოტოები;
- კომიქსების ელექტრონულად შექმნა.
- არაძალადობრივი, განმავითარებელი ინტერნეტთამაშები.
- მედიაწიგნიერებისადმი მიძღვნილ შიდასასკოლო კონფერენციაში მონაწილეობა;
- ისტ-ის და მათემატიკის ინტეგრირებული გაკვეთილი;
- ჩვენი ხელით შექმნილი წიგნების პრეზენტაცია.
- დღის ბოლოს კი მაიკოს მხატვრულად წაკითხული პეპი და პეპის გამოგზავნილი საჩუქრებით უზომოდ ბედნიერი და მადლიერი პატარები“, - გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: