გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი ღონისძებებით აღნიშნავენ.
გამონაკლისი არც ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობები განახორციელეს, შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, თემატური ნამუშევრები შექმნეს, ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებობები წარმატებით წარმოაჩინეს.
ჩვენ ვართ ტოლერანტები, შენც იყავი ტოლერანტი! - სწორედ ამ მოწოდების გარშემო გაერთიანდა მთელი სკოლა.
16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. იგი ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება.
იხილეთ ფოტოები: