თბილისის N106 საჯარო სკოლის პირველ კლასში „ციფრები შემობრძანდნენ“
17-11-2022

ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლაში, სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები ხორციელდება, რაც სასწავლო პროცესს მეტად მიმზიდველს ხდის მოსწავლეებისთვის.

„მათემატიკაში პირველი კლასის  საინტერესო აქტივობა გვინდა გაგიზიაროთ. მასწავლებელმა, ნაზი სეთურიძემ თავის პირველკლასელებს „ციფრების შემობრძანების“ დღე მოუწყო.

სახალისო სავარჯიშოებით, პრეზენტაციითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით შეეგებნენ პირველკლასელები შესასწავლ ციფრებს. ამ აქტივობას განსაკუთრებულს ისიც ხდიდა, რომ მასწავლებელმა კლასში მოიწვია მოსწავლეთა ოჯახის წევრები და აქტივობა მათი ჩართულობით განახორციელა. მოსწავლეთა ოჯახის წევრებისთვის ასეთი ფორმატის, „ღია გაკვეთილის“ მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია, რათა სწორი მიმართულებით ჩართონ შვილის სასკოლო ცხოვრებაში და შინ მეცაადინეობისას, სწორი ფორმით მიეხმარონ შვილს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

გიზიარებთ აქტივობის ამსახველ ფოტოებს:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203