„მადლიანი შემოდგომა“ - მახალაკიძეების საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა
17-11-2022
ფრიდონ მახარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება გაიმართა. 

„მადლიანი შემოდგომა“ წელიწადის მიმდინარე დროს მიეძღვნა. მოსწავლეებმა მოამზადეს ლექსები, სიმღერები და ცეკვები. გარდა ამისა, თავიანთი ხელით საშემოდგომო ნამუშევრები შექმნეს.

სკოლა შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით იყო მორთული. ღონისძიებას სკოლის დირექცია, მასწავლებლები,მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

მისი ორგანიზატორი თამილა ებრალიძე იყო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203