თბილისის N136 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი შემეცნებითი ტური
18-11-2022
თბილისის N136 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის გასვლითი აქტივობა გაიმართა. 

მოსწავლები მეტეხის ტაძარში, შუშანიკის საფლავზე და თბილისის მფარველი წმინდა აბოს სახელზე აშენებულ ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თინათინ ჩემიამ, მოსწავლეებთან ერთად, კიდევ ერთხელ ისაუბრა წმინდა შუშანიკისა და აბოს ღვაწლზე. 

კლასის დამრიგებელი ქსენია ხუდაბაშევაა.

„ასევე, საინტერესო იყო ის, რომ 13 ნოემბერი დაემთხვა 100 000 მოწამის ხსენების დღეს და მოსწავლეებმა აქაც მიიღეს მონაწილეობა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203