ქუთაისის N40 სკოლის III კლასის მოსწავლეებმა, პროექტის -„ჩემი სუპერგმირი“ ფარგლებში, ინგლისურენოვანი წიგნები შექმნეს
17-11-2022
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. იმისთვის, რომ პედაგოგებმა მომავალ თაობას ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ, ძალ-ღონეს არ იშურებენ და მოზარდებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას, კომპლექსურ დავალებასა თუ პროექტს სთავაზობენ. 

მათ შორის, 15 ნოემბერს, სკოლის III კლასში, ინგლისურ ენაში განხორციელდა პროექტი - „ჩემი სუპერგმირი“ (Super Suzy- ის მიხედვით).

მოსწავლეებმა თავად დაამზადეს წიგნები, რომლებიც გაჯერებული იყო ილუსტრაციებითა და საინფორმაციო ტექსტებით. მოსწავლეებმა მოაწყვეს წიგნების გამოფენა და პრეზენტაცია. პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში ზეპირმეტყველებისა და სააზროვნო უნარების განვითარებას.

III კლასის დამრიგებელი ანა ჯანელიძე გახლავთ, ინგლისური ენის მასწავლებელი კი სალომე საგანელიძეა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203