თბილისის N136 საჯარო სკოლის მეორეკლასელები შოკოლადის მუზეუმს ესტუმრნენ
18-11-2022

თბილისის N136 საჯარო სკოლის მეორეკლასელებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო. 

4 ნოემბერს, მე-2 კლასის დამრიგებელმა, ქეთევან ყურაშვილმა, მოსწავლეები ექსკურსიაზე შოკოლადის მუზეუმში წაიყვანა.

ბავშვებმა მუზეუმში მოისმინეს ლექცია შოკოლადის წარმოშობისა და ისტორიის შესახებ. დასასრულს კი, ბავშვებმა დააგემოვნეს ნატურალური ცხელი შავი შოკოლადი და მუზეუმის წარმომადგენლებს გულითადი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს.

მოსწავლეები მხიარული დღის შემდეგ, კმაყოფილები დაბრუნდნენ შინ.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203