„ჩემი დღიური“- თბილისის N136 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
17-11-2022
თბილისის N136 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
მასწავლებლები მათ განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე აქტიურად ზრუნავენ.
მე-8ბ კლასში პროექტის - „ჩემი დღიური“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში, მერვეკლასელებმა ნ.მგელაძის „უცნობი ბიჭის დღიური“ შეისწავლეს, ანა ფრანკის დღიური წაიკითხეს.
გარდა ამისა, თავადაც შექმნეს დღიური, რომელსაც 1 თვის განმავლობაში ადგენდნენ. მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს