ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით, მათ პედაგოგები საინტერესო აქტივიბებს სთავაზობენ. ამჯერად, მე-4 კლასში „მოსავლის ფესტივალი“ გაიმართა. ის წელიწადის მიმდინარე დროს - შემოდგომას მიეძღვნა.
მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
„მოსავლის ფესტივალი“ მშობლებისა და მასწავლებლების აქტიური ჩართულობით გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: