აფხაზეთის N14 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ინგლისური ენის გაკვეთილი ჩაუტარდათ
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში მოსწავლეების მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე მორგებული გარემოა, მასწავლებლები მათ განვითარებაზე გამუდმებით ზრუნავენ.
ამჯერად, საინტერესო გაკვეთილი მე-4 კლასში ინგლისურ ენაში ჩატარდა. მისი თემა - ჩემი ოჯახი, იყო და მასწავლებელი ელზა მესხია უძღვებოდა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი შემართებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი ოჯახის წევრების ფოტო სურათები წარმოადგინეს და მათზე ისაუბრეს.
„ყველა მოსწავლე ჩართული იყო თითოეულ აქტივობაში. გაკვეთილი იყო მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული, საინტერესო და სახალისო. მასწავლებლისა და მე-4 კლასელების მიერ ჩატარებულმა გაკვეთილმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ასეთი აქტიურობისა და ცოდნის გამოვლენისთვის. ელზა მასწავლებელო, მადლობა დაუღალავი შრომისთვის. „წინ წარმატებისკენ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: