დამალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას მრავალფეროვანი ნამუშევრები მიუძღვნეს
17-11-2022
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, ღონისძიება - „შემოდგომა ჩვენი ხელებით“ წელიწადის მიმდინარე დროს მიეძღვნა. ის ესტეტიკური აღზრდის კათედრამ ჩაატარა.
მოსწავლეებმა თემატური ნახატები დიდი მონდომებით შექმნეს, მათ ნამუშევრებში შემოდგომისთვის დამახასიათებელი შტრიხები გამოიყენეს. შედეგად კი, ნახატები მართლაც არაჩვეულებრივი იყო. მოსწავლეებმა შესაძლებლობების წარმოჩენა შეძლეს, მათ დრო ძალიან ნაყოფიერად გაატარეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს