გომაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება საზეიმო ღონისძიებაზე წარმოადგინეს
17-11-2022
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.
„შემოდგომის ზეიმი“ წელიწადის მიმდინარე დროს მიეძღვნა. მის სამზადისში ჩართული სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები იყვნენ.
ადმინისტრაციის, მშობლების და მასწავლებლების ერთობლივი ძალისხმევით, მოსწავლეების ხალისითა და გულმოდგინე ჩართულობით ჩაიარა ემოციებით სავსე დღემ. მათ ერთად გააკეთეს ხინკალი და ამოვავლეს ჩურჩხელები. მოეწყო გამოფენაც, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, დრო სასიამოვნოდ გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
„მადლობა გომაროს საჯარო სკოლის დირექტორს, ბატონ თენგიზი გობაძეს თავისი წვლილის შეტანისთვის და ამ დღის გალამაზებისთვის. ასევე, მადლობა თითოეულ მასწავლებელს, მოსწავლეს და მშობელს ძალისხმევისა და ჩართულობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს