ბადიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის თემაზე საინტერესო პოსტერები შექმნეს
17-11-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ. 

გამონაკლისი არც ტოლერანტობის დღე იყო. მოსწავლეებმა თემაზე იმუშავეს, ინფორმაცია მოიძიეს და საინტერესო პოსტერები დაამზადეს, რომლებიც შემდეგ სკოლის დერეფანში გამოიფინა. 

აქტივობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203