ფაჩხის საჯარო სკოლის მე-2 კლასში შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
17-11-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფაჩხის საჯარო სკოლის მე-2 კლასში მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
ის შემოდგომას მიეძღვნა. ზეიმის მიმდინარეობაში მოსწავლეები, პედაგოგ ნატო აბაშიძის ხელმძღვანელობით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შემოდგომის კუთხე გააკეთეს, სკოლაში ნობათი მიიატნეს და შესაბამისი განწყობა შეიქმნეს.
ღონისძიებამ ნაყოფიერად ჩაიარა, მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებელი მათ მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს