ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები სამაგალითოდ ჩატარდა
17-11-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას უდიდესი ყურადღება ექცევა. სკოლის პედაგოგები, დირექტორ ნატალია კეჭეხმაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს საკუთარ უფლება-მოვალეობებს ასწავლიან და მათ სასკოლო თუ სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას უწყობენ ხელს. 

ამის მაგალითია 18 ოქტომბერს ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში სამაგალითოდ ჩატარებული მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები. 

არჩევნები სკოლაში ყველა წესისა და პროცედურის დაცვით, ხარვეზების გარეშე ჩატარდა. მოსწავლეები არჩევნებში აქტიურად ჩაერთნენ და სასურველი კანდიდატი დარული კენჭისყრით აირჩიეს. 

საბაზო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე მერვეკლასელი თაკო ბოლქვაძე გახდა,  საშუალო საფეხურზე კი გაიმარჯვა მეათეკლასელმა როზა ალიშანიძემ.

სკოლის დირექტორი ნატალია კეჭეხმაძე მოსწავლეთა თვითმმართველობას ნაყოფიერ მუშაობას უსურვებს. 

„წარმატებები ახლადარჩეულ მოსწავლეთა თვითმმართველობას!“,- აღნიშნავს დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203