„დააკვირდი და შეუსაბამე“ - საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის სამი კლასის მოსწავლეებს ბუნებისმეტყველების შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაუტარდათ
17-11-2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ, ამისთვის კი მათ მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

მათ შორის, 14 ნოემბერს, სკოლის მე-2, მე-3 და მე-4 კლასებში ჩატარდა ერთობლივი ბუნებისმეტყველების გაკვეთილი - „დააკვირდი და შეუსაბამე“.

გაკვეთილის თემა იყო - „ფოთლის ფირფიტის ფორმის დადგენა". მოსწავლეებს მუშაობაში მე-7 კლასელი ლუკა ჭიჭაღუა ეხმარებოდა.

გაკვეთილის გეგმა კი ასე გამოიყურება:

  • აქტივობა: გაკვეთილი;
  • ტიპი: მონაცემებზე მუშაობა;
  • გამოყენებული მეთოდი: „დააკვირდი და შეუსაბამე“;
  • აქტივობის შინაარსი: მცენარეთა უმრავლესობას გააჩნია ფოთოლი. ფოთლების ფორმა მცენარეებში ძალიან განსხვავდება. ფოთლის ფირფიტის ფორმები დაყოფილია რამოდენიმე ჯგუფად. მოსწავლემ უნდა შეძლოს აღწერის საფუძველზე შეუსაბამოს ფოთლის ფორმა ამა თუ იმ ჯგუფს.

მოსწავლეები დაიყვნენ 5 ჯგუფად და შეარჩიეს სხვადასხვა ფირფიტის ფორმის მქონე ფოთლები. ბოლოს კი ფოთლების ანაბეჭდები გააკეთეს.

„გაკვეთილი მრავალფეროვანი და აქტიური იყო, დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203