ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადსხვა ტიპის საგანმანათლებლო და შემეცნებით პროექტებში და არაერთ საპრიზო ადგილსაც იკავებენ. სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ეკოკლუბის წევრებმა სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს წიგნები, რომლებიც „ნიკო კეცხოველის პრემია 2022 წლის" პროექტში გამარჯვებისვის მოიპოვეს.
ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ, პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში -ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით
დაარსებიდან დღემდე კონკურსში მონაწილეობა მიიღო 1 000–ზე მეტმა სკოლამ.
იხილეთ ფოტოები: