ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გორის ფერისცვალების ეკლესიაში საინტერესო გაკვეთილი მოისმინეს
17-11-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი აქტივობა მოეწყო. 

ერთ-ერთი მოსწავლის მშობლის ინიციატივითა და დაფინანსებით სკოლის მოსწავლეებმა გორის ფერისცვალების ეკლესია მოინახულეს, სადაც მათ მამა ბასილმა და საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა უმასპინძლეს.

გაიმართა საინტერესო შეხვედრა, მამა ბასილი მოსწავლეებს ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულის - შობის, მისი მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ესაუბრა. გარდა ამისა, მოსწალეებმა გაკვეთილი ძალაუფლების, უფლებისა და მოვალეობის არსისსა და დანიშნულებაზე მოისმინეს.

ვიზიტმა ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

„ბავშვები აღფრთოვანებულნი დარჩნენ შესანიშნავი საღამოთი, დღის სასასრულს კი მამა ბალილის მიერ დალოცვილი გზით დაუბრუნდნენ სახელბს. უნდა აღნიშნოს ამ დღის მნიშვნელობა, რადგან მსგავსი ღონისძიებები  სასიკეთოდ ისახება მოსწავლეების, როგორც სულიერი, ასევე ცხოვრებისეული აღზრდის პროცესზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 
  
იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203