
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი გარემოა შექმნილი. ამას მოწმობს საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებით გაჯერებული სასწავლო პროცესი, რომელსაც პედაგოგები მოსწავლეებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის ხელოვნების პედაგოგმა, მაია ფხაკაძემ IV კლასში საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა.
ხელოვნების გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი და საინტერესო აღმოჩნდა, ნატურმორტის თემამ გაახალისა მოსწავლეები, შემოდგომის ნობათი თავად განალაგეს და ნატურიდან შექმნეს ნამუშევრები. მოსწავლეებმა ექსპრომტად წაიკითხეს ლექსები მუსიკის ფონზე.
სკოლის ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფის წევრებმა გაკვეთილი დადებითად შეაფასეს.
იხილეთ ფოტოები: