
თბილისის N167 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. სკოლის დირექცია და პედაგოგები ბავშვების მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ, მათ სხვადასხვა საგანმანათლებლო, გასართობ, საზეიმო თუ კულტურულ ღონისძიებას სთავაზობენ და მოსწავლეების ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობენ.
მათ შორის, 14 ნოემბერს, თბილისის N167 საჯარო სკოლის მე-2ბ კლასში, პედაგოგ ბელა ნავდარაშვილის ხელმძღვანელობით, მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია - „ბარაქიანი შემოდგომა“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა მორთეს საკლასო ოთახი, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, იცეკვეს და ამოავლეს ჩურჩხელები.
იხილეთ ფოტოები: