ზიკილიის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის კონკურსი ჩატარდა
16-11-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ზიკილიის საჯარო სკოლაში მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან ცოდნას და პროფესიონალი პედაგოგების დახმარებით, წარმატებით ეუფლებიან უცხოურ ენებსაც.
აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენის სწავლების მიმართულებით, ბავშვები მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტში და მიღებული ცოდნის წარმოჩენისა თუ განმტკიცებისთვის, არც კონკურსებში მონაწილეობაზე ამბობენ უარს.
ახლახან, ზიკილიის სააჯრო სკოლაში ჩატარდა კონკურსი ინგლისურ ენაში - I like English, სადაც მონაწილეობა მიიღეს მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა.
მათთვის აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა შემეცნებითი იყო, გამარჯვებულებს კი სიგელები გადაეცათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს