ხალას საჯარო სკოლის მოსწავლეები დისკრიმინაციის წინააღმდეგ - პრეზენტაცია
16-11-2022
სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში.

აღსანიშნავია, რომ ბავშვები საგნობრივი ცოდნის მიღების გარდა, ცნობიერების ამაღების მიმართულებითაც მუშაობენ, ასრულებენ საინტერესო პროექტებს სამოქალაქო განათლების კუთხით და ერთად დგანან ჰუმანური ღირებულებების სადარაჯოზე.

სწორედ სამოქალაქო განათლების მიმართულებით შექმნილი ერთ-ერთი პროექტი წარმოადგინეს მეათეკლასელებმა, რომლებიც ემხრობიან თანასწორობის იდეას და კიდევ ერთხელ შეახსენეს მსოფლიოს, რომ ადამიანები უნდა ვიყოთ მეტად შემწყნარებლები, კაცთმოყვარეები და შევეწიმააღმდეგოთ ყოველგვარ დისკრიმინაციას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203