მენჯის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩაატარეს
16-11-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს სამოქალაქო კლუბი „მერცხალი“, რომელიც არაერთ საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობას ახორციელებს.
ამჯერად, კლუბმა ტოლერანტობის დღე აღნიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის სამოქალაქო კლუბის - „მერცხალი“ წევრებმა ჩაატარეს სხვადასხვა ღონისძიებები, ისაუბრეს ტოლერანტობის მნიშვნელობაზე, გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტები, გამოუშვეს კედლის გაზეთი.
კლუბის წევრებს ამ დღეებში დაგეგმილი აქვთ ფილმის ჩვენება და დისკუსიის გამართვა თემაზე: „ტოლერანტობა ცივილიზაციის გამოცდაა“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს