ზუბის საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა ცაგერის მუნიციპალურ თამაშებზე პირველი ადგილი დაიკავეს
16-11-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს.
ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ, ცაგერის მუნიციპალურ თამაშებზე, როგორც გოგონათა ისე ვაჟთა გუნდმა ფრენბურთში პირველი ადგილი დაიკავა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ ზუბის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა, ამიტომ სკოლა აქტიური სპორტული ცხოვრებით გამოირჩევა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს