საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის გუნდმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე, მაგიდის ჩოგბურთში პირველი ადგილი მოიპოვა
16-11-2022

ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლა აქტიური სპორტული ცხოვრებით გამოირჩევა. სკოლის დირექცია და პედაგოგები სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ და სხვდასხვა სპორტულ კონკურსებში რთავენ. 

მათ შორის, 11 ნოემბერს, საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში. მოსწავლეებმა, ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში პირველი ადგილი მოიპოვეს და სკოლას თასით ხელდამშვენებულები დაუბრუნდნენ.

მოსწავლეებს წინ ბადმინტონის შეჯიბრება ელოდებათ, რისთვისაც აქტიურად ემზადებიან სპორტის მასწავლებელ თემური ნანეიშვილთან ერთად.

„ჩვენს სკოლას გამარჯვებას და ბევრი თასის მოპოვებას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203